მე და ჩემი მეუღლე მელანია ვუერთდებით მილიონობით ქრისტიანს, რომელიც აღნიშნავს ქრისტეს აღდგომას. მან ჩვენ საუკუნო სიცოცხლე გვაჩუქა. მიუხედავად იმისა, რომ წელს აღდგომის შესანიშნავი დღეები ასეთ რთულ პერიოდს დაემთხვა, ვიმედოვნებ, რომ ყველანი მაინც ბედნიერნი და მოლოდინით სავსენი შეხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს.“ ‒ აცხადებს დონალდ ტრამპი.
„ჩვენმა ერმა არაერთ რთულ გამოწვევას გაუძლო კორონავირუსის პერიოდში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავუბრუნდით ღმერთს და ვითხოვეთ შველა და იმედი მისგან. მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, ამერიკელი ხალხი საკმაოდ გულუხვი და კეთილგანწყობილი აღმოჩნდა ერთმანეთის მიმართ. მათ კარგად ახსოვთ სიტყვები ბიბლიიდან: ‘ემსახურეთ ერთმანეთს იმ ნიჭით, რომელიც მიგიღიათ, როგორც ღმერთის მრავალგვარი მადლის კეთილი მნეები.’ (პეტრეს 1-ლი წერილი 4:10). უამრავი ადამიანი მზად იყო, დახმარების ხელი გაეწოდებინა თავისი მეზობლისთვის; მედიცინის მუშაკები დაუღალავად შრომობდნენ პაციენტების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად; უამრავი ბიზნესმენი თუ მოხალისე იღებდა დროსა და ენერგიას, რათა დახმარებოდნენ დაავადებულებსა და გაჭირვებულებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ვითარება იქნება ქვეყანაში, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და აღვნიშნავთ აღდგომას, რომელსაც განახლება და სიცოცხლე მოაქვს ჩვენში. ქრისტეს სინათლე ყოველთვის უფრო კაშკაშა და ნათელი იქნება, ვიდრე ის სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც ჩვენ წინაშეა ხოლმე.“
მონოლოგის დასასრულს ტრამპმა ლოცვისკენ მოუწდა მოსახლეობას და ბედნიერი სააღდგომო კვირა უსურვა.