
ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ პუტინი მკვლელია
კითხვას – პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა

ჯო ბაიდენი
ფოტო: თეთრი სახლი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ტელეკომპანია ABC News-ის ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი მკვლელია.
ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი მკვლელია, ჯო ბაიდენმა უპასუხა:
დიახ, ვფიქრობ.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ფასის გადახდა მოუწევს.
„პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მას კარგად ვიცნობ. დიალოგი იმით დავიწყე, რომ მას განვუცხადე: თუ გავიგებ, რომ ეს მოხდა, მოემზადეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
CATEGORIES მსოფლიო