განთლების განვითარებისთვის ნინო რუხაძე ,,პერსონა 2020″-ის ტიტულ მიიღებს

განთლების განვითარებისთვის ნინო რუხაძე ,,პერსონა 2020″-ის ტიტულ მიიღებს

დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და სფერის განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას“ტიტულს ანიჭებს, რომელსაც ხმას 21 სფეროს ექსპერტისგან დაკომპლექტებული ადამიანი განიხილავს. პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი ტიტულია ,,პერსონა განათლების განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის“ , რომელიც სხვადასხვა წლებში ამ დარგის პროფესიონალ ადამიანებს გადაეცათ. მაგალითისთვის აღსანიშნავია ლამარა ქოქიაური, რომელიც პირველი მათემატიკოსი მეცნიერი ქალია საქართველოში, ასევე ისტორიკოსი მარინა ცინცაძე და სკოლა ლიცეუმი ცოდნას დანმფუძნებელი ნაზი ნადირაძე . პროექტი აღნიშნულ ტიტულზე წელსაც დააჯილდოებს განათლების განვითარებისთვის ,,პერსონა 2020 ” – ის ტიტულოვან ადამიანს და ეს გახლავთ ქალბატონი ნინო რუხაძე. მისი ბიოგრაფია ,,პერსონას“ ოფიციალიურ გვერდზე გახლვთ გსნთავსებული.

საქართელოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს და მწერალს ნინო რუხაძეს ,,პერსონა 2020“ – ის ტიტულზე განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ნინო რუხაძე: ,,დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში( 10.09.1973). 57-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე უცხო ენების უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე,რომლის წარჩინებით დამთავრების შემდგომ ამავე უნივერსიტეტში გავაგრძელე საქმიანობა პედაგოგის სტატუსით.
ჩემი მონოქრომული ცხოვრება ერთ დღეს შეიცვალა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას ერთ-ერთი წვეულებიდან პირდაპირ გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი და რამოდენიმე სასინჯი კადრის შემდეგ “ ნინა რიჩის” ფოტო-მოდელი გავხდი. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ე.წ “ ბნელი 90-იანების” სუსხი ტრიალებდა და ჩემი თანამშრომლობა “ ნინა რიჩთან” პროფესიულ წრეებს თუ არ ჩავთვლით, პიარულად შეუმჩნეველი დარჩა.
1999 წლიდან საქართველოში ვიმყოფები და მიუხედავად მოდის სფეროში წარმატებისა, ჩემს პირვანდელ საქმიანობას დავუბრუნდი. ეს იყო სწორედ ის, რაც მე მსურდა, რადგან მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ ვარ ეგზისტენციალური პედაგოგი. ლექტორობა ჩემთვის მისიონერულ საქმიანობასთან ასოცირდება-აუდიტორიაში შევდივარ ულმობელი ჯვაროსანი და ენის სიწმინდეებს სიმარტივისგან და სლენგებისგან გრაალის მცველივით ვიცავ.“
ნინო რუხაძე გახლავთ ილიას უნივერსიტეტის ანგლისტიკის მიმართულების ლექტორი. ამასთან, რამოდენიმე წლის წინ გამოცა მხატვრული რომანი-“ ინგლისურ ენაზე ,,Ai Seven Year ith” და ასევე დაასრულა მეორე ნაწარმოები, რომელიც მალე გამოიცემა.
მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმებში და დისკუსიებში, მიღებული აქვს პროფესიული განვითარების სერთიფიკატები.

CATEGORIES
TAGS
Share This