ასტროლოგი ლია ბარათაშვილი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 ფინალურ ეტაპზე ინაცვლებს , მიუხედავად კორონა პანდემიისა , პროექტის 21 კაციანი ბორდის მიერ იმ წარმატებული ადამიანების გამოვლენა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, ვინც პერსონა 2020 ის ტიტულს სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის მიიღებს. პროექტის საქართველოში 2013 წლიდან იმართება და ამ ხნის მანძილზე დაჯიდლოებული ყავს ისეთი ადამიანები როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, გივი ბერიკაშვილი, მარიკო კვალიაშვილი, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი, გიორგი უშიკიშვილი, მანანა თოდაძე და სხვები
პროექტის გრანდფინალი ამა წლის 21 დეკემბერს სრული რეკომენდაციის დაცვით გაიმართება.
პროექტი აქვე წარმოგიდგენთ კიდევ ერთ წარმატებულ ქალბატონს ლია ბარათაშვილს , რომელიც ასტროლოგი გახლავთ და მისი როლი ამ პროფესიის საქართველოში განვითარებაში დიდია. ქალბატონი ლია ბარათაშვილი პერსონა 2020 -ის ტიტულს ასტროლოგიის საქართველოში პოპულარიზაციისტვის და განვითარებისთვის მიიღებს.
ლია ბარათაშვილი თავის ბიოგრაფიას თავად გვიამბობს:
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულზე ასტროლოგ ლია ბარათაშვილს ,,პერსონა წლის საუკეთესო ასტროლოგის ტიტული“ .
ქალბატონი ლია ბარათაშვილი პროექტის ბორდის 21 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა ერთხმად დაუჭირა მხარი
ლია ბარათაშვილის ბიოგრაფია კი ასე გამოიყურება.
მინდა წარმოგიდგეთ – მე ვარ ლია ბარათაშვილი. პირველი განათლებით ვარ მათემატიკოსი – 1984 წელს დავამთარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ჩემი ცხოვრების ერთი პერიოდი ვიყავი დაკავებული მათემათიკით მანამდე, სანამ არ შევეხე ასტოროლოგიას.
ასტროლოგიური განათლება მივიღე მოსკოვში კლასიკური ასტროლოგიის უმაღლეს სკოლაში და კოსმოლოგიისა და ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრში 1995-2000 წ.წ.. მაქვს ასტროლოგ–კონსულტანტისა და ეკონომიკური და პოლიტიკური პროგნოზირების სპეციალისტის დიპლომები.
2000 წელს კოსმოლოგიისა და ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრში დავიცავი მაგისტრის ხარისხი. ჩემი სამაგისტრო ნაშრომი ქართველი ერის ნატალური რუქის რეკტიფიკაციასა და ანალიზს ეძღვნება. იგი გამოქვეყნდა რუსეთის ასტროლოგიურ პერიოდიკაში და შემდგომ ევროპისა და ამერიკის წამყვანი ასტროლოგიური სკოლების მიერ იქნა აღიარებული. ამ ნაშრომში ჩემს მიერ მიკვლეული პირველი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი დღესაც მიღებულია მუნდანურ ასტროლოგიაში.
მაღალი კურსებიდან კოსმოლოგიის და ანალიტიკური პროგნოზირების ცენტრში ვკითხულობდი ლექციებს, ვატარებდი სემინარებს, ვმონაწილეობდი საერთაშორისო კონფერენციებში.
თბილისში ვსაქმიანობ 2003 წლიდან. ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ ასტროლოგიურ სკოლაში არა ერთმა ადამიანმა მიიღო განათლება. ჩემს სკოლაში სწავლება ემსახურება იმას, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ძლიერი და განათლებული საზოგადოება. ამ შემთხვევაში სიტყვა „განათლება“ არ უნდა გავიგოთ ტრადიციულად, იგულისხმება საზოგადოება, რომელის ერკვევა და ცხოვრობს რეზონანსში სამყაროს კანონებთან, რომელიც არიც მაღალი ზნეობის მატარებელი. ამ წლების მანძილზე არა ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ უკესობისკენ. როცა ადამიანი ეხება სამყაროს მოცყობის კანონებს- ის სწავლოს თავის თავს, იცვლება მისი მენტალიტეტი, იცვლება გარემო მის გარშემო. ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.
შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ დღეს, მერწულის ეპოქის დასაწყისში, ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ისე, როგორს ადრე. და ამ მაღალი ცოდნის მიწოდება საზოგადოებისთვის იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.