რისთვის მიიღებს ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს გიორგი სუხიტაშვილი

რისთვის მიიღებს ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს გიორგი სუხიტაშვილი

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას ბორდმა  ,,პერსონა 2021″ -ზე წარდგენილი ადამიანების გსმოვლენა უკვე დაიწყო, რომელთა შორის გახლავთ ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ადვოკატებიდან პერსონას ტიტული მიღებული აქვთ, ირმა ბრელიძეს, გელა ტყეშელაშვილს, ალექსანდრე კობაიძეს, ზაზა პაპიძეს გელა ჩივაძესა და სხვებს.

გიორგი სუხიტაშვილი პერსონა 2021 – ის ტიტულს სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის მიიღებს.

 

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულზე სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სამართლის მაგისტრს ბატონ გიორგი სუხიტაშვილს.
გიორგი სუხიტაშვილი: სამართლის მაგისტრი კვალიფიკაციის ხარისხი : საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ინტენსიური კურსი კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში გავლილი აქვს პოლიტიკური მეცნიერების კურსი ხორვატიასა და უნგრეთში დამატებითი სპეციალიზაცია: ბავშვთა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. ბატონი გიორგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მისი სპეციალიზაციის სფეროებია ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალი. მას აქვს დიდი გამოცდილება ბიზნესის სტრუქტურების, დავების წარმოების, უძრავი ქონების ნასყიდობისა და პრივატიზაციის, კორპორატიული, საინვესტიციო, საფინანსო და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის მიმართულებით. ასევე იგი დაკავებულია მრავალმხრივი ხელშეკრულებების და კომანიების კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებით. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ასევე საკორპორაციო, საგადასახადო და შრომით სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს. იგი წარმოადგენს კლიენტთა ინტერესებს საქართველოს სასამართლოების და საარბიტრაჟო ინსტიტუტების წინაშე.

CATEGORIES
TAGS
Share This