უფასო ტრენინგკურსი ბიდისი აკადემიისგან სოს ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებს
საერთაშორისო გნათლების აკადემია ბიდისის სოციალური პროგრამები გრძელდება. უკვე მეორე კვირაა რაც აკადემია სოს ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებისთვის 18 წელს ზემოთ ადამიანის უფლებების მიმართულებით ტრენინგ კურს ატარებს. მოდული 12 თეორიიულ საათს მოიცავს, რომლის დასრულების შემდგომ ბიდისი აკადემია ბენეფიციარებს სერთიფიკატს გადასცემს. ტრენინგს სამართლის მაგისტრი თამაზ მჟავანაძე ატარებს.
ნათია შათირიშვილი აკადემიის დმფუძნებელი:
,,ჩვენი აკადემია უკვე წლებია რაც სოციალურ პროგრამებშია ჩართული და ამ მხრივ საგანმანათლებლო ტრენინგებს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს უტარებს. ამის გარდა ფასიან პროფესიულ პროგრამებშიც გვყავს აფსოლიტურად უფასოდ ჩართული სოციალურად დაუცველი ადამიანები და მათ სრული კურსის გავლის შემდეგ გადაეცემათ სერთიფიკატები. აკადემიაში მოქმედებს კარიერის ცენტრი და ბენეფიციარებს ასევე ვეხმარებით დასაქმებაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტრენინგ კურს ბენეფიციართა ეს კატეგორია სპეციალურად შეირჩა ვინაიდან ვფიქრობთ, რომ სოს ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებს ყველაზე მეტად სჭირდებათ იცოდნენ თავისი უფლებები”.