როცა ადვოკატი მოღვაწეობას იწყებს ფულის და ქონების მოხვეჭით ის თავსაც დაკარგავს და ფულსაც ვერასდროს მიიღებს – პაატა შავაძე
ადვოკატ პაატა შავაძეს მზიანი აჭარიდან ყველა იცნობს მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. უამრავი საპატიო ტიტულის მქონე პაატა შავაძეს დიდი და საფუძვლიანი გამოცდიელბა აქვს ქართული მართლმსაჯულების სფეროში. ბევრი წლის განმავლობაში იგი ეწოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. გამოცემული აქვს ნაშრომები და მონოგრაფები/
პაატა შავაძე წელს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას სპეციალურ პრიზს ,,ბრენდ პერსონა 2021“ -ის ტიტულს მიირეებს.
რეალინფო პაატა შავაძეს ესაუბრა.
ბატონო პაატა ხშირად გამოდიხართ ხმაურიანი განცხადებებით ქართულ მართმსაჯულების შესახებ, როგორ ფიქრობთ რა სჭირდება დღევანდელ მართმსაჯულებას?
ჩემი ცხოვრებაა თვითონ ხმაურით და აჟიოტაჟით აღსავსე..ძალიან რთული და მძიმეა ჯვარი, რომლის ტარებაც მე უფლისაგან მერგუნა. განა ადვილია? ყოველდღიურად, გვიან ღამემდე სხვების გულისტკივილს უგდო ყური და თვალებში შეხედო უფლებაშელახულ ადამიანებს ? მათი თვალებიდან სევდა შეიგრძნო და გაითავისო? ჩემს თავს შთავაგონე, რომ უბრალოდ, ამისთვის გავჩნდი მე და ესაა ჩემი მისია, სამართლიანობის აღდგენა–დამკვიდრებაში ჩემი წილი აგური დავდო და ხალხის მსახურებაში განვვლო ეს საწუთრო. მიყვარს ფანატიკურად ჩემი საქმე, ამიტომაა, რომ დაღლას ვერასდროს ვერ ვგრძნობ, ესეც უფლისაგანაა..
ხმაურიანი განცხადებები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, განსაკუთრებით ვბრაზობ, როდესაც უსამართლობას წავაწყდები სადმე, იქა უკვე მე, მე აღარ ვარ, სიცოცხლე შემიძლია დავთმო უფლებაშელახული ადამიანისათვის. ამიტომაა ოფიციოზისათვის მუდამ , ყველა ხელისუფლებაში მიუღებელი ვარ..ჩემი არჩევანი ადამიანია, ადამიანის უფლებებისათვის თავგანწირული ბრძოლააა, ეს გზა ეკლიანია და რთული, თუმცა ვიცი, რომ ამ გზიდან ვერასდროს გადავუხვევ, უფლის ნებაა ასეთი, ეს ნება უნდა აღვასრულო..
სასამართლოს სჭირდება გაკეთილშობილება, ბევრი რამ კეთდება, შედარებაც არ არის იმასთან, რაც გვქონდა გუშინ და რაც გვაქვს დღეს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია, რეფორმები უნდა გავაგრძელოთ და სასამართლო უნდა გავათავისუფლოთ საბოლოოდ ყოველგვარი ზედმეტი ზეგავლენებისაგან. თუ კარგად მოვინდომებთ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.
გაიძახიან ხშირად , სასამართლო არ გვაქვსო, როგორ შეიძლება ასე ფარ–ხმალის დაყრა და უიმედობის დამკვიდრება? ძალიან ბევრი კარგი მოსამართლე გვყავს, მათ შოროს რჩეულებიც–მითქვამს და განვმეორდები: მაკა გორგოძის, დავით მამისეიშვილის, თამარ ბეჟანიშვილის, გერონტი კახეთელიძის, დავით გელაშვილის, გელა ბადრიაშვილის, ნანა კალანდაძის, ლევან მიქაბერიძის , გერმანე დადეშქელიანის, ლია ორკოდაშვილის, ლევან დარბაიძის, თემურ გოგოხიას, გურამ გოცირიძისა და ნატა აკობიას საქართველოში, როგორ შეიძლება ენა მოგვიბრუნდეს ვინმეს და ვთქვათ, რომ სასამართლო არ არსებობსო? ესენი მხოლოდ სამართალს და კანონს ემონებიან მეგობრებო.. ამათთვის სიმართლეა მთელი მათი შეგნებული ცხოვრების აზრი და არსი.. მერწმუნეთ, ვიცი მე ეს ყველაფერი და თან ძალიან მაგრადაც,-
სასამრთლო არ გვაქვსო რომ ჩაგვძახიან ზოგიერთები, როცა მართლა არ გვქონდა სასამართლო მაშინ რატომ არ იღებდნენ ხმას! დღეს, მე ერთ ადვოკატს, მომეცა შესაძლებლობა –კვირა არ გავა, ნაკლებად მძიმე, მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებლები არ დავაყენო! სასწაულებს ვახდენთ ხოლმე ის კი არა და… ყაჩაღობებზე, მკვლელობებზე, გაუპატიურებების საქმეებზე.. ბრწყინვალე შედეგებს ვდებთ.. რამდენს ვაჩუქე თავისუფლება და რამდენი ადამიანის გული გავახარე.. ! კარგით რა.. შედარებაც არ შეიძლება ხალხნო.. დღეს მე, როგორც არასდროს ისე მიყვარს სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობა, სულ ვკირკიტებ, სულ სიახლის ძიებაში ვარ, სისხლის სამართლის საქმის ერთ ფურცელსაც არ ვტოვებ დეტალური ანალიზის გარეშე.. მუშაობა უნდა იცოდე ადვოკატმა და შენი საქმე უნდა გესმოდეს პროფესიონალურ დონეზე, არ უნდა შეგეზაროს შრომა და შედეგიც გექნება! დღე და ღამ ვშრომობ მე! როგორ გეკადრებათ კაცო! ელემენტარულებზე ვერ ბედავდა მოსამართლე არათუ გამამართლებლის გამოტანას, სასჯელის შემსუბუქებასაც კი… შიშით ღამეები არ ეძინათ… კარგით რა… გვყვანან მონებიც, საშინლად ბნელი აზროვნების მოსამართლენი, გეთანხმებით, ვერ მოიშალეს წარსულის გადმონაშთი მავნე ჩვევები , სულ მაგათ მხილებაში ვარ, ფაქტებიც დევს არაერთი, მაგრამ სასამართლო არ გვაქვსო, ასეთი შეფასება ნამეტნავად გადაჭარბებულია!!
პოლიტიკაში წასვლას ხომ არ ფიქრობთ? თქვენი გადმოსახედიდან დაზარალებულის დაცვა უფრო ადვილია თუ ეჭვმიტანილის? როგორ შეაფასებდით დღევანდელ ადვოკატთა კორპუს? რა განცდა გეუფლებათ, როდესაც სასამართლო საქმეებს იგებთ? რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
პოლიტიკაში არ ვართ ყველანი? მეტი სად წავიდე? ჩვენი ყოველდღიურობაა პოლიტიზირებული. ფეხს ვერ გადადგამ სადაც პოლიტიკას არ წააწყდები. გგონიათ რომ ეს კარგია? სულაც არა. პოლიტიკა უნდა შექმნან პოლიტიკოსებმა, ყველას გადაედო ეს სენი და ესმით თუ არ ესმით მაინც ფორჩიხობენ რაღაცეებს..ღიმილის მომგვრელიცაა ზოგიერთის პოლიტიკოსობა.
მე იურისტი ვარ მოწოდებით, მთელი ჩემი ჩემი შეგნებით და ბავშვობის ოცნება იყო იურისტი გავხმდარვიყავი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ვარ, ველოდები ჩემთან გასაუბრების პროცესს, დარწმუნებული ვარ ამჯერად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩემს კანდიდატურას საქართველოს პარლამენტს გადასცემს დასამტკიცებლად. მიმაჩნია, რომ ჩემი სუფთა წარსული, ჩემი გამოცდილება, ჩემი ცოდნა და პროფესიონალიზმი მაძლევს ამ უდიდეს სიმაღლეზე დგომის უფლებას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ეს არის უდიდესი პატივი და ეს ჩემი , როგორც იურისტის კარიერის შემაჯამებელი აკორდიც იქნება. არ მინდა აუხდენელ ოცნებად დამრჩეს ეს და უფალს ვთხოვ, გამხადოს ღირსი და დამაყენოს იმ პიედესტალზე. ისევ ხალხისათვის, სამართლიანობისათვის, თორემ ფინანსურად, მერწმუნეთ, ჩემთვის ეს უფრო წამგებიანია.
ადვოკატთა კორპუსი მაინცდაიმაინც ჩემი შესაფასებელია თქო რომ გითხრათ, არ ვიქნები მაინცადამინც მართალი, თუმცა კმაყოფილიც დიდად არ ვარ, გვყვანან ბევრი ჭკვიანი და მოაზროვნენიც, მახარებს მათთან თანამშრომლობაც, თუმცა არც თუ იშვიათად, პროფესიონალიზმის კი არა შერაცხადობის პრობლემებსაც ვაწყდებით…ადვოკატი მოწოდებით უნდა იყო, უნდა შეუსისხლხორცდე ამ საპატიო მისიას და პროფესიას. შეიძლება როგორც იურისტი კარგი იყო, მაგრამ ადვოკატად ვერ ივარგო, ადვოკატობა ხელოვნებაა, ექიმს ვადრი, დასტაქარს. პროცესზე როცა შევდივარ, წარმოვიდგენ რომ მძიმე ოპერაციაზე ვარ და ადამიანის ბედი მაბარია. არ მინდა დამძიმდეს მისი მდგომარეობა და ამიტომ დაძაბულია ჩემი ყოველი წუთი. გამამართლებელი განაჩენი როცა დგება, გეფიცებით, გამართლებულზე მეტად თუ არა, მასზე ნაკლებად თუ მიხაროდეს, ეს მაცოცხლებს და ეს მმატებს ხვალინდელი დღის იმედს, რწმენასა და ძალას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული გავახარო და მეტ დაჩაგრულს დავუბრუნო რწმენა, მივანიჭო თავისუფლება.
ჩემი წარმატების ფორმულა ჩემს შრომისმოყვარეობაშია, ჩემთვის დღე და ღამე ერთია, არ მაქვს არასდროს დასვენების თუნდაც ერთი დღე, შვებულებაზე ზედმეტია საუბარი, ჩემს წარმოებაში ყველაზე რთული საქმეები იყრის თავს და მათთან გამკლავება ადვილი როდია? დიდი და პატარა საქმე ჩემთვის არ არსებობს, ყველა მათგანს შვილივით შევისისხლხორცებ და გამარჯვების რწმენით ვეფერები. დაზარალებულს იცავ თუ ბრალდებულს, ადვოკატი ყველგან და ყოელთვის შემს მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგე და თავგანწირულად იღწვოდე შენი დაცვის ქვეშ მყოფების კანონიერი ინტერესებისათვის. არ უნდა გეშინოდეს არავისი და არაფრის უფლისა და კანონის გარდა. აი, მაშინ ხარ ძლიერი და მაშინ მიიღებ შედეგს, ამას პლუს, მნიშვნელოვანია განათლება. ყოველ წამს იცვლება კანონმდებლობა და უნდა შეფეძლოს ლავირება, მუდამ და მუდამ უნდა იყო სიახლის ძიებაში, წიგნებითაა სავსე ჩემი კაბინეტიც და ბინაც, წიგნი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ასე მხრდიდნენ ჩემი მშობლები და ცოტას როდი მივაღწიე?
სიკეთე, სიკეთე, სიკეთე ყველას! მიყვარს მოსმენა, რაც არ ვიცი, სხვას ვეკითხები ხოლმე, შეკითხვის არასოდეს მრცხვენია, ვერ ვიტან ტყუილს, თუნდაც ჩემს სასარგებლოდ იყოს ნათქვამი. მიყვარს, როცა საქმეს მიქებენ-მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები! სიმშვიდე ოჯახში და საქმეში, საშუალებას მაძლევს, ნაყოფიერად ვიმუშავო. სხვისი წარმატება არ მშურს, პირიქით, ძალიან მახარებს. ბოლო წლებში განსაკუთრებით ბევრს ვმუშაობ. ვოცნებობ ჩემი თვალით ვნახო და მოვესწრო , როგორ საქართველოში გააგრძელებენ ცხოვრებას ჩემი შვილები და შვილიშვილები!
შრომისმოყვარეობა, მრავალმხრივი განვითარების დაუოკებელი სურვილი, მუდმივად ახლის ძიება, ახალგაზრდა სამეცნიერო და პრაქტიკოსი იურისტი კადრების აღზრდა, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა, სიკეთის თესვა და კაცთმოყვარეობა, სამართლიანობისათვის სწორუპოვარი, უკომპრომისო ბრძოლა და ამ ბრძოლაში მოპოვებული წარმატების სასიხარულო განცდა, მინდობილი საქმის შესრულებისათვის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ეს ჩემი ცხოვრების წესი და ჩემი პიროვნული სტილია….., აი, ამ ფორმულით ვაღწევ ყველა წარმატებას.
ოჯახი?
ოჯახი ჩემი სიმშვიდეა, მყავს მეუღლე და ქალ–ვაჟი, ბიჭი ნიკუშა არ გაყვა ჩემს პროფესიას, თუმცა მიხარია რომ უნიჭიერესი ბიჭია, მშრომელია ჩემსავით, ერთ წამსაც ვერავინ ნახავს უსაქმოდ. სამუშაოც თავისით იპოვა და იმის მიუხედავად, რომ შემიძლია არაფერი მივაკლო, მაინც საკუთარი შრომით მოპოვებული ახარებს. წელს მაგისტრატურის კარს შეაღებს. წარმატებით დაასრულა ბაკალავრიატი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, ტასუნა ჯერ პატარაა, 6 წლის გახდება მალე და ვერ წარმოიდგენთ როგორი ნიჭიერი და სხარტი აზროვნებისაა, მას მგონი ექიმობა სურს, ერთი სიტყვით, არცერთ შვილს არ გაუჩნდა სურვილი ჩემს კვალს რომ გაჰყვეს..ბედნიერ ვარ ჩემი შვილებით, ჩემი ოჯახით, შესანიშნავი მეუღლე მყავს, იურისტია, იუსტიციის სამინისტროში მუშაობს, დედა პედიატრი მყავს, დამსახურებული ექიმი–ნანი ჭანჭალეიშვილი, რომელიც დღესაც ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზეა. ვამაყობ რომ ალექსანდრე შავაძის დიდი ოჯახის შვილი ვარ…
ძვირად ღირებული სიამოვნებააო შავაძე ადვოკატადო… იცით რა?
ხარისხი ძვირი ღირს, ახლაც, როცა ამ თქვენს შეკითხვებს პასუხს ვცემ, თავზე დამათენდა, ასე ვარ თითქმის ყოველდღე, სამსახურში ვცხოვრობ პრაქტიკულად, დიდ შრომას და ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას ვდებ თითოეულ საქმეში. არასდროს ვყოფილვარ ფულის მონა. ფული წარმატებულ მუშაობას მოაქვს. როცა ადვოკატი მოღვაწეობას იწყებს ფულის და ქონების მოხვეჭის სიყვარულით, ის თავსაც დაკარგავს და ფულსაც ვერასდროს მიიღებს. კონკურენცია ჩვენს ბაზარზე უაზარმაზარია და ან უნდა ძლიერი, ან არაფერი არ იქნები. აჭარაში ბევრმა ჩვენმა კოლეგამ მოაშურა, ფიქრობდნენ რომ აქ უშრომლად რაიმეს მიღწევას შეძლებდნენ, როგორც ჩამოვიდნენ ისე გაბრუნდნენ უკან გაწბილებულები. გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას კი არა, შენს პროფესიონალიზმსა და შრომისმოყვარეობას აქვს მნიშვნელობა. აჭარა მით უმეტეს ძალიან რთული რეგიონია ამ მიმართებით. ვინ იცის რამდენი უძილო ღამე გამომივლია, ხანდახან სიმწრისგან, ჩემთვის მიტირია კიდეც, თუმცა მითქვამს რომ არა!! ეს უნდა შეძლლო შენ, შეუძლებელი უნდა შეძლო შენ !! აი, ამ შემართებით მოვდივარ დღემდე. 16 წელი იმოდენა იურიდიული აკადემიის რექტორი ვიყავი, თუმცა საადვოკატო ამოდენა სიმაღლეზე რომ შევმდგარვიყავი, წარმოდგინეთ, მინიმუმ კიდევ 10 წელი დამჭირდა. რუსეთის საიტია, თუმცა მერე რა, მსოფლიოს ცნობილ იურისტ–მეცნიერთა შორის მხოლოდ ჩემი გვარია ქართული. ამისთვის კი მიღირდა ცხოვრებაც და წვალებაც. ერთი სიტყვით, ფანატი ვარ ჩემი საქმის და საქმეზე წინ ფულს კი არა გამარჯვების მისაღწევად უფლისაგან ბოძებულ რწმენას ვაყენებ!! გამარჯვების რწმენას!! აი, ტატო კაკაბაძე, ხომ იცით არა? ის მისაბაძი მაგალითია ჩემთვის პირადად და ვთვლი, რომ ის დღეს საქართველოში უბადლოა. ჭკუასაკითხავი და უნიჭიერესი კაცია. მივბაძოთ და მისი ფორმულითაც ვისარგებლოდ, შევძლებთ?
რა ქონებას ფლობს საქვეყნოდ ცნობილი და ბრენდი ადვოკატი? საიდუმლოა?
ძვირადღირებული ავტომანქანებიც გყავთ გავიგეთ… განსაკუთრებული არაფერი გამაჩნია, ერთი ბინა მაქვს ქალაქში სადაც ვცხოვრობ ამჟამად ოჯახთან ერთად და ისიც მამის ნაყიდია 1993წელს, რა თქმა უნდა მერე კეთილმოვაწყვე. 100 კვადრატულია, მეორე ბინაც მაქვს გორგასალზე ისიც 110 კვადრატულია, ის გასულ წელს დედამ მაჩუქა. კი, ავტომანქანა ორი მყავს, პრადო და ჰიუნდაი, ვფიქრობ, ჩემი შრომისმოყვარეობის და სადღეღამისო მუშაობის ფონზე ჩემი ქონება არავის უნდა აკვირვებდეს. ვერ გეტყვით რომ მილიონერი ვარ, თუმცა სურვილი მაქვს ვიყო, რატომაც არა, ამასაც მალე მივაღწევ. ვშრომობ, ხომ არ ვქურდობ? ჩემი ქონებრივი დეკლარაცია სხვათაშორის საჯაროა და ყველასათვის ხელმისაწვდომი, საჯარო პირი ვარ, არაფერი არავისთან დასამალი არასდროს არ მქონია. არ მჩვევია ზოგიერთებივით ქონების სიდედრებზე გადაფორმება …თბილისშიც მაქვს ბინა , თბილისი ძალიან მიყვარს და ხშირად ვიმყოფები იქ.
და ბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის პოპულარობა?
პოპულარობა ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მეტი სიკეთის კეთებისათვის ღვთიური ძალა და შემართებაა და რაც მთავარია, იცით? რამხელა ტვირთია? უუუფ…ხანდახან ტარებაც მიჭირს, გზადაგზა თუ არ დავისვენე..მიმძიმს ამოდენა პასუხიმგებლობა…აგერ, თქვენ მეუბნებით, რომ ბრენდი ხარო, არ ვიცი რა ვარ, ერთი რამ კი ზუსტად ვიცი, ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის შვილი ვარ, ხალხის კალთაში გამოზრდილი და ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის სიგიჟემდე მოყვარული ვარ.