ყოველთვის ძალადობს და ყოყლოჩინობს უსუსურნი – ლელა ბჟალავა
ცნობილი ბათუმელი ადვოკატი ლელა ბჟალავა ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს. რეალინფო უცვლელად გთავაზობთ ადვოკატის სტატუს.
გვქვეყნის სირცხვილი არის პოლონელი ტურისტის დაჭრა, ადამიანი ხარობდა საქართველოთი,ეცნობოდა ქართულ კულტურას, ათვალიერებდა, იღებდა და უცებ, ვიღაც გამოხტა, დანა გულში ჩაარტყა, განსხვავებული ჩაცმულობის გამო. გრძელი თმა, საყურე და ფერადი ტანსაცმელი არ ნიშნავს ადამიანი იყოს არატრადიციული ორიენტაციის.
Sos სასწაულები ხდება, საგიჟეთია ჩვენს ქვეყანაში, როცა მთავრობა აანონსებს ქვეყანაში ბევრი ტურისტიო,თურმე
რუსეთუმეები ელოდებიან რუსს ტურისტებს.
P.s ისე ძლიერი სულის ადამიანები არ ჩხუბობენ და არ ძალადობენ, ყოველთვის ძალადობს და ყოყლოჩინობს უსუსურნი.
გრცხვენოდეთ უიარაღო ცისარტყელას ფერებში მოციმციმე ბრძოლაში ჩაბმულო გმირებო.
CATEGORIES საზოგადოება