ნომინაციაში “პროფესიონალიზმისა  და ნიჭის თანხვედრა მუსიკაში 2023” წარდგენილია ფატი ჯინჯიხაძე

ნომინაციაში “პროფესიონალიზმისა და ნიჭის თანხვედრა მუსიკაში 2023” წარდგენილია ფატი ჯინჯიხაძე

მრავალმხრივ სამუსიკო ნიჭით დაჯილდოებული.

ქალბატონი ფატი თავის თავზე და კარიერაზე გვიყვება:

14 საათი ვმუშაობდი დღეში, ძალიან დიდი შრომით მივედი აქამდე. ჯერ შვიდწლედი დავამთავრე, შემდეგ მუსიკალური ტექნიკუმი ქუთაისში, მამაჩემი ოპერის სოლისტი იყო, დედა პიანისტი, ალბათ აქედან გამომდინარე გადავწყვიტყე  მუსიკისთვის მიმეძღვნა ჩემი თავი.

ჩემი პირველი მასწავლებელი გულიკო აბზიანიძე იყო, ასევე დიდი როლი ჩემს წარმატებაში ციცინო თოდუას მიუძღვის.

სიმართლე გითხრათ, დაბრკოლებები არ მქონია. მეოთხე კლასში უკვე სოლო კონცერტი გავმართე, ალბათ გამართლებაც იყო, ნიჭიც მონდომებაც და იღბალიც.

ასპირანტურის პირველი კურსის დასრულებისას დავქორწინდი, ჩემი მეუღლე ჩემი კლასელი იყო, ყველაფერში ხელს მიწყობდა, კონსერვატორიაში ჩემთან ერთად იჯდა და 8 საათი მისმენდა როგორ ვუკრავდი.

როგორც მუსიკაში, ასევე პირად ცხოვრებაში წარმატებულ ქალბატონად ჩამოვყალიბდი. მყავს შესანიშნავი მეუღლე და 2 შვილი.

ჩემი სამომავლო გეგმები ამერიკას უკავშირდება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვაპირებ ჩავიდე ამერიკაში და ჩავატარო სოლო კონცერტი.

ვფიქრობ, ეს შესაძლებლობაა ემიგრანტებისთვის, მოუსმინონ  მშობლიურ, მონატრებულ მელოდიებს, მოისმინონ ულამაზესი ხმა  და უნიკალური დაკვრის ტექნიკა.

CATEGORIES
Share This