
ნომინაციაში „წლის გამორჩეული ქალი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში – 2026“ წარდგენილია მზია ჯაში
მზია ჯაში — მრავალწლიანი სამედიცინო გამოცდილება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და პროფესიისადმი ერთგულება
მზია ჯაში პროფესიით ექიმია — მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, საზოგადოებრივად აქტიური და მაღალი პასუხისმგებლობის პროფესიონალი, რომლის საქმიანობა ათწლეულების განმავლობაში ემსახურება როგორც სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. იგი არის საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის („სექა“) გამგეობის წევრი და ასოციაცია „ვალიოლოგიის“ დამფუძნებელი. ამასთან ერთად, სისტემატურად მონაწილეობს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის, ასოციაცია „ღვთის შვილთა კავშირის“, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“, საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციისა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის გამგეობის სხდომებსა და კონფერენციებში.
მზია ჯაშის პროფესიული გზა საფუძველშივე ძლიერი განათლებითა და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა. 1973 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ორდინატურის კურსი გაიარა საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტში, ხოლო მოგვიანებით მუშაობა იმავე ინსტიტუტში მიმღების განყოფილების გამგედ გააგრძელა. სწორედ იქ, 26 წლის განმავლობაში, მიიღო დიდი პროფესიული გამოცდილება და გაიარა ურთიერთობებისა და პროფესიული ზრდის უმნიშვნელოვანესი სკოლა, სადაც გვერდით ჰყავდა სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები — მეცნიერები, აკადემიკოსები და პროფესორ-მასწავლებლები: მერი ჯუღელი,ნელი გვენცაძე, ფატი თავამაიშვილი,ნიკოლოზ ხატიაშვილი,რეზო ჩხეტია,აკაკი კაკულია,გიორგი წითლანაძე,შალვა ფარჯანაძე,ზურაბ კობახიძე, იორამ თარხნიშვილი,ვიქტორ მახათაძე,ალიოშა რობაქიძე და ბევრი ღირსეული პიროვნება. ეს პერიოდი მისთვის დღემდე ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და ფასეულ ეტაპად რჩება.
ინსტიტუტის დახურვის შემდეგ, 12 წლის განმავლობაში, მზია ჯაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მოღვაწეობდა . სახელმმწიფოში მიმდინარეობდა ჯანდაცვის რეფორმა მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძის თაოსნობით.შეიმნა სახელმწიფო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია ბატონ თემური კალანდაძის ხელმძღვანელიბით.ამ სახელმწიფოებრივი საქმის სათავეში იდგნენ: სოსო ბრეგვაძე,რევაზ თაყაიშვილი,თამარ ცინცაბაძე,თემური ქარცივაძე, გია გვარამია და სხვები.ქალბატონი მზია ხელმძღვანელობდა “უსაფრთხო დედობის” სადაზღვევო პროგრამას.ეს იყო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ეტაპი, სადაც მისმა გამოცდილებამ, პასუხისმგებლობამ და პროფესიულმა ხედვამ მნიშვნელოვანი პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძინა. 2001 წლიდან კი საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების ბრძანებით დაინიშნა საქართველოს სტუდენტთა და განათლების მუშაკთა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის დირექტორად, სადაც დღემდე აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას მაღალკვალიფიციურ კოლეგებთან ერთად.
მისი კარიერული გზა საბჭოთა პერიოდის მწყობრ და დისციპლინირებულ საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოში დაიწყო, სადაც ახალგაზრდა სპეციალისტები უფროსი თაობის მაგალითზე იზრდებოდნენ და პროფესიულად ყალიბდებოდნენ. მზია ჯაში განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებს იმ გარემოს, სადაც სუბორდინაცია, ურთიერთპატივისცემა და უფროსი კოლეგების მხარდაჭერა მნიშვნელოვან ფასეულობებს წარმოადგენდა. სწორედ ამან შექმნა მისთვის პროფესიული მყარი საფუძველი, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გაჰყვა.
მის პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საზოგადოებისთვის სასარგებლო პრევენციულ და პროფილაქტიკურ პროგრამებს. ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს განათლებისა და კულტურის პროფკავშირების თაოსნობით, იგი კოლეგებთან ერთად ახორციელებდა სკოლის პედაგოგების, ბიბლიოთეკის თანამშრომლების, ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მუსიკალური სკოლების პედაგოგთა პროფილაქტიკურ გასინჯვებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ საქმიანობის მიზანი იყო დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რაც რეალურად არაერთ მოქალაქეს დაეხმარა დროულად ჩართულიყო სახელმწიფო პროგრამებში — იქნება ეს ჰოსპიტალიზაცია, ქირურგიული ჩარევა თუ ონკოლოგიური მკურნალობა. სწორედ ასეთი საქმიანობა აჩვენებს, რომ მისი პროფესია არასოდეს ყოფილა მხოლოდ კაბინეტში შემოფარგლული საქმე — ეს ყოველთვის იყო ხალხთან მისვლა, მათი პრობლემების დანახვა და პრაქტიკული დახმარება.
მზია ჯაში ასევე ხელმძღვანელობდა „ჯანმრთელი სკოლის“ პროგრამას , პროფესორ-ალერგოლოგ მარიამ ბეზარაშვილთან ერთად. პროგრამის მიზანი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში — ქედაში, შუახევსა და ხულოში — სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმება.პროგრამა განსაკუთრებით აქტუალურ ენდემიურ პრობლემებს ეხებოდა მოზარდებში და მოიცავდა კონსულტაციებსა და გამოკვლევებს პედიატრების, ტრავმატოლოგების, ალერგოლოგებისა და ენდოკრინოლოგების მონაწილეობით. ამ პროგრამის ფარგლებში გაისინჯა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 33 000 მოსწავლე, რაც მადლიერებით აღინიშნა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებში. ეს საქმიანობა ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის მიერ განხორციელებულ პროექტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
2022 წლია აგვისტოში დაფუძნდა საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაცია(დამფუძნებლები: პროფესორი ლია სირაძე ,მედიცინის დოქტორები: მზია ჯაში,ნინო უზნაძე და თეა დევდარიანი. ასოციაციის დაუღალავი მონდომებით შესაძლებელი გახდა,სკოლის ექიმის სტატუსის აღდგენა .აქტიური თანამშრომლობის შედეგად საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან. აღდგა სკოლის ექიმის სტატუსი, შემუშავდა სკოლის ექიმის მოვალეობები, კაბინეტის აღჭურვადა ინვენტარიზაციის საკითხები. ამას შედეგად მოჰყვა ცვლილებები კანონში განათლების შესახებ — სადაც დეტალურად გაიწერა სკოლის ექიმის სტატუსი, უფლება-მოვალეობები და ის კანონით განმტკიცდა. ამავე საქმიანობის შედეგად, სკოლის ექიმთა ასოციაციას მიეცა უფლება მონაწილეობა მიეღო სკოლის ექიმთა, ოჯახის ექიმთა და პედიატრთა უწყვეტ სამედიცინო ტრენინგებში და შესაბამისი ქულების მინიჭებაში.
მიუხედავად სოლიდური გამოცდილებისა და წლების განმავლობაში დაგროვილი პროფესიული პრაქტიკისა, მზია ჯაში დღემდე განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეკიდება ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობას. იგი ყოველთვის მზადაა ახალგაზრდა კოლეგებთან მეგობრობისთვის, საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად და პროფესიული მხარდაჭერისთვის. დიდ სიამოვნებას იღებს სკოლის ექიმთა ტრენინგებიდან, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სკოლების ახალგაზრდა ექიმები პროფესიული განვითარების სურვილით არიან სავსე. სწორედ მათი ენთუზიაზმი და მზაობა აძლევს მას დამატებით სტიმულს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა და საკუთარი ცოდნა მომავალ თაობებს გადასცეს.
მზია ჯაშის პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობა არაერთი ჯილდოთი და სიგელით არის დაფასებული. მათ შორისაა სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ჯილდო-სიგელი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, საქართველოს მწერალთა კავშირის ჯილდო-სიგელი „თამარიონის ენდალმა“, საქართველოს ქალთა საბჭოს ნომინაცია კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და საზოგადოებაში იმედისა და სიმშვიდის დამკვიდრებისთვის, ასევე „ღვთის შვილთა კავშირის“ ჯილდო-სიგელი „თანადგომა“. ეს აღიარებები ნათლად უსვამს ხაზს მის მრავალწლიან შრომას, პროფესიულ ღირსებასა და ადამიანებისადმი ერთგულ დამოკიდებულებას.
მზია ჯაშის ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესია გადაიქცეს არა მხოლოდ საქმიანობად, არამედ საზოგადოებრივი მსახურების გზად. მისთვის ექიმობა არის ღირსება, პასუხისმგებლობა და ყოველდღიური შრომა საზოგადოების საკეთილდღეოდ. ეს არის გზა, რომელიც პროფესიონალიზმით, თანადგომით, ადამიანების სიყვარულით და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებით არის გამორჩეული.

