წარმატებით ჩატარდა პრაქტიკული მასტერკლასი თანამედროვე HR გამოწვევებზე

წარმატებით ჩატარდა პრაქტიკული მასტერკლასი თანამედროვე HR გამოწვევებზე

„ლიდერ ქალთა საზოგადოებისა“ და კოლეჯი საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“-ს ორგანიზებით გაიმართა პრაქტიკული მასტერკლასი თემაზე — „როგორ ავიყვანოთ და შევინარჩუნოთ თანამშრომლები 2026 წელს?“
🎤 შეხვედრას უძღვებოდა მარიამ დემურაშვილი — HR აუთსორსული კომპანიის „ფიფლია“-ს დამფუძნებელი, ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი და ბიზნეს პოდკასტ „სტარტაპერის“ ავტორი.
მასტერკლასზე განხილული იყო თანამედროვე დასაქმების ბაზრის ტენდენციები, თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის ეფექტური გზები, კადრების შენარჩუნების სტრატეგიები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ბიზნესი დგას.
📌 მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია HR პროცესების მართვის შესახებ, მოისმინეს რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული მაგალითები და ჩაერთნენ აქტიურ დისკუსიაში.
შეხვედრამ თავი მოუყარა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც თანამედროვე ბიზნეს გარემოში ძლიერი და სტაბილური გუნდის შექმნით არიან დაინტერესებულნი.
✨ მსგავსი საგანმანათლებლო და პრაქტიკული შეხვედრები „ლიდერ ქალთა საზოგადოებისა“ და კოლეჯი საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“-სთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რადგან პროფესიული ცოდნის გაზიარება და თანამედროვე გამოწვევებზე საუბარი ბიზნესის განვითარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
CATEGORIES
Share This