„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ავრცელებს.

ინგა გრიგოლიას განმარტებით, თავისი კოლეგა დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა, რის გამოც დაკვირვების მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

 

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/129325/tv-pirvelis-tanamshromeli-inpeqtsiuris-boqsirebul-gankopilebashi-moatavses?fbclid=IwAR3HjbD5Mq4pPxIrj4l_3wy49Vei_FYyZQF-NzOMQ98LnETbeu0M9DomYqI

 

CATEGORIES
TAGS
Share This