ეკა მგალობლიშვილის და ვერიკო ტურაშვილის ახალი პროექტი

ეკა მგალობლიშვილის და ვერიკო ტურაშვილის ახალი პროექტი

25 ივლისს რესტორან ,,კარაველა,,-ში ეკა მგალობლიშვილისა და ვერიკო ტურაშვილის ხელმძღვანელობით ლამაზი საღამო ჩატარდა შემდეგი მესიჯებით: ,,თქვენთან ყოფნა გვსურს,, ,,გული თქვენით თბება,, ,,ცხოვება მშვენიერია.ერთით ნაკლები დანა, ერთით მეტი სიცოცხლე!!!,, ღონისძიებაზე 100 მდე სტრუმარმა მოიყარა თავი. შედგა ორი სიმღერის პრემიერა: ვერიკო ტურაშვილი და ბავშვები ( ბარბარე თანანაშვილი, ნუცა გრიგალაშვილი, ანასტასია ბაკურაძე, ლიზა ხარბედია, ნინი- ალექსანდრა ჯიქურიშვილი, ნატაშკა ნაკაიძე, ლიზი წერეთელი, ლენა სებისკვერაძე, იოანნა შერვაშიძე, მარიამ ციცაგი) სიმღერისა და ტექსტის ავტორი გახლავთ ნატო ღოღობერიძე, ხოლო მეორე სიმღერა შეასრულეს მარკუს მეტრეველმა, ანასტასია ბაკურაძემ და მარიამ ბერძენიშვილმა სიმღერის ავტორი გახლავთ ბორიკო შხიანი, ხოლო ტექსტის ნანა ცინცაძე. ორგანიზატორები დაგვპირდნენ, რომ სულ მალე ორივე სიმღერის კლიპის პრემიერაც შედგება. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ცნობადმა სახეებმა: გია ნიკოლაძე, ვერიკო ტურაშვილი, მარკუს მეტრეველი, ნინო ძოწენიძე. ნანა ცინცაძემ სტუმრების თხოვნით საკუთარი ლექსები წაიკითხა. ეკამ და ვერიკომ ახალ პროექტს ჩაუყარეს საფუძველი ,,დედები და შვილები პოდიუმზე,, სადაც სამოდელო სააგენტო ,,კატრინი,, – ს მოდელები მშობლებთან ერთად წარსდგნენ მოწვეული სტუმრების წინაშე, ქართული ბრენდ ,, ბამბაზია,, -ს სამოსში. საღამოს ეკა მგლობლიშვილი უძღვებოდა, რომელმაც მეტად საინტერესო პროექტზე ისაუბრა ,,,ცხოვრება მშვენიერია. ერთით ნაკლები დანა, ერთით მეტი სიცოცხლე,, – რომლის იდეაც ინგლისში მცხოვრებ 16 წლის გოგონას თათა ოქროპირიძეს ეკუთვნის. როგორც ეკამ აღნიშნა შექმნილია 25 ლუქი, (დიზაინერი – თათა ოქროპირიძე) თითოეულს აქვს თავისი დატვირთვა და სექტემბრის ბოლოს აუცილებლად შემოგვთავაზებენ ჩვენებას.

CATEGORIES
TAGS
Share This