ინდური კულტურის ქართველი მიმდევარი ქრისტინე კაპანაძე ,,პერსონა 2021“ – ის ტიტულს მიიღებს
წელს უკვე მეშვიდედ საქართველოს წარმატბული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება. პროექტის 15 კაციანმა ბორდმა იმ წარმატებული ადამიანების გამოვლენა უკვე დაიწყო რომლებსც ტიტული წლის ბოლოს გალა ღონისძიებაზე გადაეცემათ.
ქრისტინე კაპანაძე სულ რაღაც 15 წლისა თუმცა უკვე იგი წარმატებული და პოპულარული გოგონა გახლავთ. სულ პატარა იყო როდესაც პირველად ინდური კულტურისადმი მიდრკილება გაუჩნდა და მისი კულტურის შესწავლა გადაწყვიტა. ქრისტინე კაპანაძე არაჩვეულებრივად ცეკვავს ინდურ ნაციონალურ ცეკვებს და უკვე დღეს იგი ინდური კულტურის ცენტრ განგას ხელმძღვანელობს სადაც ბავშვებს ინდურ ცეკვას, სიმღერას და ინდურ კულტურას აზიარებენ.
მისი თავბრუდამხვევი კარიერა კი ასეთია.
მე ვარ ქრისტინე კაპანაძე 16 წლის, პატარაობიდანვე დაინტერესებული ვიყავი ინდოეთით,მათი კულტურით, ტრადიციით. 5 წლიდან ვცეკვავ ინდურ კლასიკურ და ბოლივუდურ ცეკვებს. ვარ პროექტ ,,შენ შეგიძლია ცეკვას” მონაწილე და ,,ნიჭიერის” ნახევარფინალისტი, მაქვს არაერთი ჯილდო, დიპლომი და ტიტული.
მინდა გამოვყო რამდენიმე:
2017 წელს Fiestalonia Georgia-ში ავიღე პირველი ადგილი.
2018 წელს გავხდი ,,ბიზნეს ლედი 2018”.
2019 წელს პროექტში ”World Rising Star” მივიღე ტიტული ,,Best dancer 2019”.
2019 წელს გაიმართა პროექტი ”Best Princess & Prince of the world 2019” სადაც ავიღე ტიტული ,,Miss Europe 2019”.
2019 წელს ასევე, გავხდი ,,პერსონა 2019”.
ასევე გავხდი ,,ბიზნეს პერსონა 2019”.
ამასთანავე, გავხსენი ინდური ხაზი Ganga Fashion House, Anaklia Fashion Week- ზე წარვადგინე ჩემი ინდური ლუქები და მივიღე წოდება “Successful Designer of the year 2019“.
ასევე მივიღე ტიტული Region Fashion Week- ზე “Best Fashion Laureate 2019“.
2020 წელს კი, მივიღე ტიტული “Best Talant 2020“.
აქტიურად ვთანამშრომლობ საკრებულოსთან,საელჩოსთან და მერიასთან. პიონერფილმმა დამაჯილდობა ჩარლი ჩაპლინის დიპლომით არტისტულობისა და გრაციოზულობისათვის. არამარტო საქართველოში ინდოეთშიც ნახეს ცნობილმა რეჟისორებმა ჩემი ცეკვა, მოეწონათ და მიმიწვიეს ინდოეთში ასევე ინდოეთის ერთ-ერთმა მთავარმა ტელევიზიამ News Nation TV-მ გააშუქა ჩემი ინტერვიუ და რეპორტაჟი.
ამჟამად მაქვს ჩემი სტუდია ,,განგა” სადაც ვასწავლი ინდური ცეკვებით დაინტერესებულ ბავშვებს. მივიღე ქორეოგრაფთა კავშირის მიერ არტ-ფოლკის დიპლომი და საერთაშორისო ხარისხის იუნესკოს სერთიფიკატი.