ქართული ბრენდი „დოდოკა“ ქმნის თანამედროვე და მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ ხელით ნაქსოვ ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

ქართული ბრენდი „დოდოკა“ ქმნის თანამედროვე და მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ ხელით ნაქსოვ ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

ლიდერ ქალთა საზოგადოება  ნომინაციაში ორიგინალური ბრენდი და დასაქმების ხელშეწყობა -2022“

წარმოგიდგენთ

ბრენდ DODOKA-ს და მის დამფუძნებელს დოდო მეფარიშვილს.

ქალბატონი დოდო, დოდოკა, როგორც მას უფრო მეტად მიმართავენ,  5 წლიდან გაიტაცა მუსიკისადმი სიყვარულმა და ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ საკრავიერო სკოლაში ბატონ სოსო ბარდანაშვილის რექტორობის პერიოდში ჩაირიცხა საფორტეპიანო-სავიოლინე განხრით.

დააამთავრა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი.

შემდეგ კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული ორ საერთაშორისო ვორქშოფში: იტალიის ქალაქ ფლორენციაში და თურქეთის ქალაქ ერზურუმში-ათათურქის უნივერსიტეტში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა ტურიზმის მენეჯმენტის კურსი, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

 

2013 წლიდან მუშაობს აჭარის ავტონომიური რეპსულიკის უმაღლეს საბჭოში მოწვეულ სპეციალისტად. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი- ქალ-ვაჟი.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, აქვს საკუთარი საქმე, რომელიც დეკრეტულ პერიოდში დაიწყო.

 

  • ოჯახის შექმნის შემდეგ, დეკრეტის პერიოდში გადავწყვიტე შემესწავლა ქსოვა(მანამდე არასოდეს მიფიქრია და არ ვიცოდი ქსოვა) რათა ბავშვისთის მომექსოვა გემოვნებიანი და განსხვავებული ტანისამოსი. შემდეგ განვავითარე ჩემი საქმიანობა და 2018 წელს დავაფუძვნე ქართული ბრენდი „დოდოკა“.

ქართული ბრენდი „დოდოკა“ ქმნის თანამედროვე და მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ ხელით ნაქსოვ ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

ბრენდი აწარმოებს როგორც ხელით ნაქსოვ პროდუქციას, ასევე საქსოვ დაზგაზე შესრულებულს.

 

  • დავასაქმე 3 ქალბატონი და ვქსოვთ ქალის, ბავშვის და მამაკაცის ტანსაცმელებს და აქსესუარებს. ბრენდი ვითარდება და სამომავლოდ იგეგმება კიდევ რამოდენიმე მქსოველი ქალბატონის დასაქმება.

 

  • ჩემი ნაქსოვები გამოირჩევა ხარისხით, ინდივიდუალურობით და ექსკლუზიურობით. ასევე ვგეგმავ პროექტით „აწარმოე საქართველოსთვის“ შევიძინო კომპიუტერიზებული საქსოვი დაზგა, რომელიც საშუალებას მომცემს მეტი მომხმარებელი დავაკმაყოფილო უმოკლეს ვადაში. ვღებულობ მონაწილეობებს სხვადასხვა ადგილობრივ და თბილისის შოურუმებში ბრენდის მეტი ცნობადობისთვის. ასევე ვერთვები ონლაინ თუ ოფლაინ ტრენინგებში, სადაც ვიღებ ცოდნას მარკეტინგული კუთხით, რათა უფრო განვავითარო ბრენდი და გავხადო ცნობადი როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთაც.

 

შარშან ზაფხულში მოვაწყვე ბრენდის ჩვენება ზაფხული-ზამთრის კოლექცია. დღესდღეობით მყავს მუდმივი მომხმარებლები და მათი თქმით აჭარაში ბრედნი „დოდოკა“ არის პირველი, რომელიც მომხმარებელს სთვაზობს ხარისხიან, განსხვავებულ და გემოვნებიან ნაქსოვ ტანსაცმელს.

რამოდენიმე დღეში იგეგმება ბრენდის შოურუმის გახსნა ბათუმში, სადაც მომხმარებელს საშუალება მიეცემა ხელით შეეხოს ნაქსოვ პროდუქციას, მოირგოს, ზომები აიღოს და გაფორმდეს შეკვეთა. (ამ დრომდე ონლაინ ხდებოდა პანდემიის გამო). ჩემი პროდუქცია იყიდება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზეც.

 

  • მე, როგორც ახალგაზრდა ქალი, ვარ მოტივირებული, რომ გამაჩნდეს ჩემი , ასევე წვლილი შევიტანო ქალების დასაქმებაში. ჩემი აზრით, ყველას უნდა ქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოავლინონ თავი ნებისმიერ სფეროში. ძალიან კარგია, როცა საქართველოში არის მსგავსი პროექტები, სადაც ქალებს ეძლევათ საშუალება იყვნენ დიასახლისები და ამავდროულად აკეთონ ისეთი საქმეც, რაც მათ მოტივირებულს გახდით, იქნებიან აქტიურები, რეალიზებულები და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში ქალურ წვლილს შეიტანენ.
  • ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ვურჩევდი იყვნენ თავდაჯერებულები, არასოდეს არ დაიხიონ უკან, არასოდეს დაყარონ ფარხმალი, იარონ წინ. ბიზნესს არ უყვარს მოდუნება, სულ უნდა იფიქრონ თვითგანვითარებაზე და არასოდეს შეეშინდეთ სირთულეების და მუდმივად ეცადონ სიახლის დანერგვას.

 

https://www.facebook.com/dodokaknitting/photos/?ref=page_inter

 

 

CATEGORIES
Share This