რუსუდან გალდავა ღავთაძე ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიღებს

რუსუდან გალდავა ღავთაძე ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიღებს

რუსუდან გალდავა ამერიკის შეერთებულ ტატებში ნიუორკის ქართულ საკვირა სკოლაში ყველაფერი ქართულის პოპურაზიაციას ეწევა. იგი პროფესიით პედაგოგი გახლავთ და ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს  ქართულ კულტურას ასწავლის.

რუსუდან გალდავა საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიღებს.

 

გვითხარით თქვენი წარმატების ფორმულა.

ყველა წარმატების წინაპირობა, პროფესიული იქნება ის თუ პირადი, სიყვარულია! სიყვარული იმ საქმის , რასაც ემსახურები, ვისაც ემსახურები! შრომის სიყვარული, შრომის გასურვილება ,ზრუნვა პიროვნულ განვითარებაზე, რათა უშურველად გასცე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, სიყვარულით აკეთო შენი საქმე. ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს.
როგორი შეგრძნება, როცა საზოგადოება გაღიარებთ?

წარმატება და აღიარება სიხარულით მავსებს, მაგრამ არ მცვლის, “ მე იგივე ვარ, მარად და მარად!”
მასწავლებლის ჯილდო და მასწავლებლის აღიარება კარგი და სამაგალითო თაობის აღზრდაა, აღზრდილები ყველაზე რეალური შემფასებლები არიან

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ახლაც და მომავალშიც ჩემი სამომავლო გეგმაა აღვზარდო სამშობლოს მიყვარული, გულანთებული პატრიოტები, რომლებიც დაბრუნდებიან საქართველოში, ააღორძინებენ ქვეყანას, მამულს ცრემლს შეუშრობენ და ძველ დიდებას დაუბრუნებენ.

თქვენი პროფესიული უპირატესობა.

მე მასწავლებელი ვარ და თანაც საგანთა საგნის! ის რომ ფესვებს მოწყვეტილი ემიგრანტი ბავშვები ქართველებად დავზარდოთ, პირველ რიგში ქართული ანბანი, წერა და კითხვა უნდა ისწავლონ! ეს დიდი მისია კი ქართული ენის მასწავლებელს არგუნა უფალმა! დედის ენა, ქართული კულტურა, ისტორია , მათი ქართველებად გაზრდა და სულიერების შენარჩუნება ჩემი პროფესიული უპირატესობაა!

მამული, ენა, სარწმუნოება-ამის დასაცავად მე უნდა ვიყო მზად.

CATEGORIES
TAGS
Share This