⭐️განსახვავებული, გამორჩეული,ძლიერი, წარმატებული, საოცარი ქარიზმით და ადამიანების მიმართ გასაოცარი დამოკიდებულებით.
შეხვედრისთანავე მიხვდებით, რომ თავის საქმეზე უდაოდ შეყვარებულია. შრომისმოყვარეობამ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებისკენ მიიყვანა და დღემედე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ბიზნესპროექტებს თანაბარი წარმატებით ხელმძღვანელობს.
მშენებელი, მეწარმე, სასტუმროების ქსელის და სამედიცინო კლინიკის მფლობელი ნატალია კვანტალიანი ,,ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრია. ამბობს, რომ ბიზნესს სისუფთავე, სწორი ნაბიჯები, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები სჭირდება, თუმცა მანამდე ბევრი სირთულე გამოიარა.
ნატალია კვანტალიანი: ადრე ვერც წარმოვიდგენდი, რომ წლები გავიდოდა და ასეთ სერიოზულ პროექტებს მოვკიდებდი ხელს. თბილისში რომ გადმოვედი, იტალიურ ეზოში, 16 კვ.მ. ბინაში ვცხოვრობდი. ახლობლებთან ერთად, ინდოეთში წავედი. დელიში, ერთ-ერთ მაღაზიაში, მარგალიტის მძივები 70 დოლარად ვნახე. საქართველოში ასეთში 150 დოლარი უნდა გადაგეხადა. საბოლოოდ, ადგილობრივების დახმარებით, მძივები 10-12 დოლარად შევიძინე, სულ 125 დოლარი დამიჯდა. ჩამოვიტანე თბილისში. ჩემს მეგობრებს გარკვეული გასამრჯელოს ფასად ავაკინძინე მძივებად და იმ თანხით, რაც მათი გაყიდვით მივიღე, სამკერვალო გავხსენი. ასე დაიწყო გზა წარმატებისკენ .
აუცილებელია ყველა ქალი რეალიზებული, შემდგარი და წარმატებული იყოს, ამიტომ საჭიროა არსებობდეს ქალების გაძლიერების კუთხით ისეთი ორგანიზაციები, როგორიც ,,ლიდერ ქალთა საზოგადოებაა“ .
,,ლიდერ ქალთა საზოგადოება“ აპრილის თვეში მართავს ღონისძიებას ,,წლის წარმატებული ბიზნესმენი ქალი“ სადაც ქ. ნატალია კვანტალიანი ერთ-ერთ ნომინაციაშია წარდგენილი.