
კორონა ვირუსისგან 20 გამოჯანმრთელებული და103 ინფიცირებული
საქართველოში კორონავირუსით სულ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი 103-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ https://stopcov.ge/ განახლდა.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 5 114 ადამიანი, სტაციონარში კი 263 პირი რჩება.
საქართველოში ხვალიდან საკარანტინო რეჟიმი დაიწყება. 21 აპრილამდე კი, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
TAGS კორონა ვირუსი