აუცილებლად უნდა გარდაიცვალოს ვინმე საფრთხე რეალურად რომ იგრძნოთ -ჭრელა-ჭრულა ნიღბების აფარება და ჭუჭყიანი ხელთათმანებით სიარული არაა გამოსავალი! – მომღერალი თათია კობალაძე

აუცილებლად უნდა გარდაიცვალოს ვინმე საფრთხე რეალურად რომ იგრძნოთ -ჭრელა-ჭრულა ნიღბების აფარება და ჭუჭყიანი ხელთათმანებით სიარული არაა გამოსავალი! – მომღერალი თათია კობალაძე

მომღერალი თათია კობალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საქართველოს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  Realinfo.ge უცვლელად გთავაზობთ  მომღერლის პოსტს.

თათია კობალაძე: ,,+900 გარდაცვლილი ჰყავს იტალიას მხოლოდ 24 საათში.

აქ კი მოსახლეობამ “გულაობა” დაიწყო, თითქოს მორჩა, ვაქცინაც გვაქვს, მედიკამენტებიც გვაქვს, საფრთხემაც გადაიარა და განვაგრძეთ ყველაფერი ძველებურად.

არადა, საფრთხე აგერაა, თქვენს ცხვირ წინ,არსად არ წასულა, დაგყვებათ ჩრდილივით და ერთი სული აქვს, ყელში გწვდეთ!

ქუჩა-ქუჩა არხეინად სიარულმა გაანადგურა იტალია!

მარტო ტაშისცემა არაა, ამ ექიმებსაც, ამ ქვეყანასაც აქვს გარკვეული რესურსი, რასაც ნელ-ნელა თქვენივე დაუდევრობით იწირავთ.

სახეზე ჭრელა-ჭრულა ნიღბების აფარება და ჭუჭყიანი ხელთათმანებით სიარული არაა გამოსავალი!

აუცილებლად უნდა გარდაიცვალოს ვინმე, აუცილებლად უნდა დაიდოს ლეტალობის გულისგამგმირავი სტატისტიკა რომ საფრთხის რეალობა გაითავისოთ???

რა დროს სეირნობა, ან რა დროს პოლიტიკური გარჩევები და ქულების დაწერააა, მიშას უფრო, უფრო უყვარს ერი თუ გრიშას!

ბრძოლა არ დასრულებულა ჯერ,მეტიც,ახლა იწყება ბრძოლა და ჯარისკაცებისგან განსხვავებით, თქვენ მხოლოდ ერთი რამ გავალიათ ამ ბრძოლაში, სახლში დარჩეთ.

გთხოვთ მეტს რაიმეს???”

CATEGORIES
TAGS
Share This